ხვალ, 25 სექტემბერს, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი გუნდი საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დღეს, ჩვენი გუნდის თავკაცმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი წვრთნა ჩაატარა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დინამოელებმა გეზი დასავლეთისკენ აიღეს.