• Geo
  • Eng
18.09.2022
დინამომ გაგრასაც მოუგო

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც გაგრამ დინამოს უმასპინძლა.

 

მატჩი დინამოელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო, მე-6 წუთზე მსაჯმა მოედნიდან სახიფათო თამაშისთვის თორნიკე კირკიტაძე გააძევა. მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირტესობით და სტუმართა კონტრშეტევებით გაგრძელდა. პირველ ტაიმში რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა და ტაიმი 0-0 მორჩა. მეორე ნახევარი დინამომ შეტევებით განაახლა, ხუთ წუთში კი მასპინძელთა საჯარიმოსთან ოთარ ფარულავა დაჯარიმდა. სტანდარტული ანზორ მექვაბიშვილმა ზუსტად შეასრულა და დინამო დაწინაურდა. მატჩის 74-ე წუთზე უსმანე კამარა მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა ლუკა ნოზაძემ აკრძალული მეთოდით შეაჩერა და წითელი ბარათი დაიმსახურა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ ჩემპიონატში მიჯრით მეშვიდე მატჩი მოიგო.

 

მომდევნო შეხვედრას დედაქალაქური გუნდი 2 ოქტომბერს გამართავს. ქართული დერბი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შედგება.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024