დღეს დინამო არენაზე თითქმის ექვსწლიანი პაუზის შემდეგ (2016 წლის ნოემბერი) საქართველოს თასის შეხვედრა შედგა. ¼ ფინალში დინამომ დილას უმასპინძლა.
მატჩი ორივე გუნდმა საშუალო ტემპში დაიწყო და ტაიმის შუაში ორიდე ნახევრად სახიფათო მომენტებიც გაცვალეს. 28-ე წუთზე კი სტუმრებმა შედეგიანად გაითამაშეს ბურთი, თორნიკე კაპანაძემ ტექნიკურად დაარტყა და 0-1. მასპინძლების პასუხმაც არ დაახანა და მომდევნო შეტევაში თორნიკე კირკიტაძის გადაცემა შედეგიანად უსმანე კამარამ დააგვირგვინა 1-1. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე თორნიკე კირკიტაძეს შეეძლო თბილისელთა დაწინაურება, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. დინამოელებმა მეორე გოლი 74-ე წუთზე გაიტანეს. დაცვის შეცდომით იმრანმა ისარგებლა და 2-1. მატჩის ბოლოს დინამოელტა კარში სახიფათო საჯარმო დარტყმა დაინიშნა, მაგრამ სტუმრებმა არაზუსტად ითამაშეს, შესაბამისად დინამოელებმა საქართველოს თასის ნახევარფინალის საგზური მიიღეს.
მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 16 ოქტომბერს ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი