დინამოს 13 წლამდე შემადგენლობამ ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულა.
ბათუმში დინამო ორი გუნდით იმყოფებოდა. აკადემიის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3-0 მოუგო 35-ე სკოლას, 6-0 აჯობა ლოკომოტივს, 4-0 მოუგო ბათუმელთა მეორე გუნდს და იმავე ანგარიშით აჯობა კოლხეთს. სკოლის გუნდმა 1-2 სელეროსთან წააგო, 0-3 ატირაუსთან, 0-4 ბათუმის დინამოსთან და 0-3 იმერთან.
ნახევარფინალში დინამოელებმა ქუთაისის იმერს 3-1 მოუგეს და ფინალში ყაზახურ ატირაუს შეხვდნენ. გადამწყვეტი მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში თბილისელებმა 4-2 მოიგეს.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ დინამოელი მათე ჭელიძე დასახელდა. გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი კი ასევე დინამოელი ანდრია ბართიშვილი გახდა.