დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩი გამართა, რომელშიც თბილისის მერანს უმასპინძლა.
დინამოელებს ორი შეხვედრა სანაკრებო პაუზის დროს გაუცდა და ჩემპიონატში მე-8 მატჩი ჩაატარა. ვალერი გაგუას გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ალექსანდრე ფეიქრიშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლიც მუხრან ბაგრატიონმა და დავით გოცირიძემ გაიტანეს.
დინამოელები 8 მატჩის მერე დაგროვებული 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 23 ოქტომბერს ბატუმში, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს.
U19 დინამო 4-0 მერანი
U19 დინამო: საური, გოგნაძე, მორჩილაძე, ბაგრატიონი, კვერენჩხელაძე, ხუტიაშვილი, ნოზაძე, ფეიქრიშვილი, თოდუა, აღდგომელაშვილი, გოცირიძე
სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, სადღობელაშვილი, დათუაშვილი, ახალკაცი, გეგიაძე, კობახიძე, ღურწკაია