საქართველოს 17 წლამდე ნაკრები დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შეკრებაზე გადავა და 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებსაც გამართავს. გიორგი ხიზანიშვილის ნაკრები ისრაელის, ინგლისის და ლიეტუვის თანატოლ ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდება. სამივე შეხვედრას რუსთავი უმასპინძლებს.
საქართველო - ისრაელი | 25 ოქტომბერი. 18:00
საქართველო - ინგლისი | 28 ოქტომბერი. 18:00
საქართველო - ლიეტუვა | 31 ოქტომბერი. 18:00
17 წლამდე ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 14 ფეხბურთელია გამოძახებული:
მათე საური, დავით ქელდიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, რატი გრიგალავა, ნიკა ბენდიანიშვილი, ლექსო ფეიქრიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთო მაშავა, საბა სამუშია, ვახო სალია, ალექსანდრე თურქია, გიორგი მეფარიშვილი და თემურ ოდიკაძე.