საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიაში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა კვიპროსის ნაკრებს 5:1 აჯობეს და ბოლო ტურში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ფრეც ხელს აძლევთ ევოპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. დღეს მოედანზე ჯვაროსნების შემადგენლობაში სამმა დინამოელმა იასპარეზა. ალექსანდრე გურეშიძემ, ოთარ კაკაბაძემ და მათე ცინცაძემ, რომელმაც შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში.