• Geo
  • Eng
14.10.2022
დინამოელები ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები დღეიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით შეკრებას გაივლის და აზერბაიჯანთან 18 და 21 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში დინამოდან 8 ფეხბურთელს უხმო:

დავით იობაშვილი, თენგიზ გობეშია, გიორგი ცეცხლაძე, გიორგი რობაქიძე, გაბრიელ სიგუა, საბა ხარჩილავა, ნიკა ცეცხლაძე და ლუკა პარკაძე აღნიშნული მატჩებისთვის მოემზადებიან.

 

ასევე 21 ოქტომბრამდე შეკრებას გაივლის და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს საქართველოს 16 წლამდე ნაკრებიც. გიორგი ჩიტაურის გუნდი ორივე შემთხვევაში, 18 და 20 ოქტომბერს მონტენეგროსთან ითამაშებენ.

საქართველოს 16 წლამდე ნაკრებში დინამოდან 10 ფეხბურთელია გამოძახებული:

ნიკა გვაზავა, გიგი გლუნჩაძე, საბა ხარებაშვილი, ნიკა ჩიქოვანი, ლუკა წულაია, ნიკა ელისაშვილი, ლაშა ხუციშვილი, ანდრონიკა ხოროიშვილი, რეზიკო დანელია და თორნიკე გულიაშვილი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024