დღეს ეროვნული ლიგა 3-ის 23-ე ტურის შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა. ადგილობრივმა გურიამ დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა.
შეხვედრა დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე ორბურთიანი გამარჯვებით დასრულდა. დუბლი გოდფრი სტეფენმა გაიფორმა. ნიგერიელმა მცველმა ანგარიში შეხვედრის სტარტზევე გახსნა, მეორე გოლი კი მატჩის 33-ე წუტზე გაიტანა. დინამოელებმა ამ გამარჯვებით 52 ქულა დააგროვეს და ფოთის კოლხეთთან ერთად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს.
მომდევნო მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 21 ოქტომბერს თბილისის მერანის მეორე გუნდთან თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.
შემადგენლობა და მატჩის ოქმი