დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ნახევარმცველის – სერგო კუტივაძის დაბადების დღეა. სერგო კუტივაძე 1944 წელს ალმათიში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1967–1972 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 171 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 22 გოლი. არის სსრკ–ს პირველობის სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი - 1967, 1969 და 1971 წლებში. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი 1974-1984 წლებში დინამოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, ხოლო 1994-1995 წლებში დედაქალაქური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. სერგო კუტივაძე 2017 წლის ივნისში გარდაიცვალა.