• Geo
  • Eng
21.10.2022
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

22 ოქტომბერს დილა დინამოს უმასპინძლებს. 31-ე ტურის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18.00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 76-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 53 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 9 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 181/46 არის.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის 26-ე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ ჩვენს გუნდს პირველად 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0).

ბოლოს ეს გუნდები თბილისში 12 ოქტომბერს, საქართველოს თასის ¼ ფინალში შეხვდნენ და ის მატჩი დინამომ 2-1 მოიგო. გოლები უსმანე კამარას და ულად ომარ იმრანის ანგარიშზეა. ჩემპიონატში კი ბოლოს 20 აგვისტოს უმასპინძლა დინამომ დილას და 3-0 აჯობა. გოლები გიორგი მოისწრაფიშვილმა, დავით სხირტლაძემ და გიორგი გაბედავამ გაიტანეს. 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024