• Geo
  • Eng
20.10.2022
16 წლამდელებმა მონტენეგროს მეორედაც მოუგეს

საქართვლოს 16 წლამდე ნაკრები მონტენეგროს მეორედაც შეხვდა. ამჯერად ჭაბუკებმა დიდი ანგარიშით 3-0 მოუგეს მეტოქეს.

 

გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველი ტაიმი გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძის გოლით 1-0 მოიგო. მეორე ნახევარში დინამოელმა რეზი დანელიამ შორი დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში, ხოლო მატჩის ბოლოს მათე-გიორგი ტატიშვილმა საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში დინამოდან 10 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული:

ნიკა გვაზავა, გიგი გლუნჩაძე, საბა ხარებაშვილი, ნიკა ჩიქოვანი, ლუკა წულაია, ნიკა ელისაშვილი, ლაშა ხუციშვილი, ანდრონიკა ხოროიშვილი, რეზიკო დანელია და თორნიკე გულიაშვილი.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024