საქართველოს 16 და 18 წლამდე ნაკრებმა გუნდებმა დღეს ამხანაგური მატჩები გამართეს.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა თბილისის ზღვის სტადიონზე მონტენეგროს უმასპინძლა და გიორგი მჟავანაძის გოლით 1-0 დაამარცხა მეტოქე.
18 წლამდელებმა რუსთავში მიიღეს აზერბაიჯანის თანატოლთა ნაკრები და 1-2 დათმეს შეხვედრა. სტუმართა კარში 71-ე წუთზე გოლი დინამოელმა ლუკა პარკაძემ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 16 და 18 წლამდე ნაკრებში ჯამში 18 დინამოელია გამოძახებული.
16 წლამდე ნაკრები მონტენეგროს კიდევ ერთხელ 20 ოქტომბერს შეხვდება, ხოლო ვასილ მაისურაძის გუნდი აზერბაიჯანს 21 ოქტომბერს უმასპინძლებს.
U16 მატჩის ოქმი და შემადგენლობა
U18 მატჩის ოქმი და შემადგენლობა