დღეს ზესტაფონმა საქართველოს თასის ნახევარფინალს უმასპინძლა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ტორპედო დინამოს დაუხვდა.
მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. სახიფათო მომენტები ნოდარ ქავთარაძემ და უსმანე კამარამ გაცვალეს. თამაში ხისტად გაგრძელდა, ნახევარი საათის თავზე კი მასპინძლებმა მწვავე შეტევა ბოლო, არაზუსტი გადაცემით დაასრულეს. დინამოელთა საპასუხო შეტევა და დავით სხირტლაძე ვერ შეწვდა ბურთს. ტაიმი 0-0 მორჩა. მეორე ტაიმი დინამოელებმა უფრო აქტიურად განაახლეს და რამდენიმე ნახევრადსახიფათო მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან. 56-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, ყველას პედრო მონტეირუმ დაასწრო და ანგარიში გახსნა. მატჩის 73-ე წუთზე მაურო კაბალიერომ მეორე გოლი გაუტანა დინამოელებს და ნახევარფინალის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
შემდეგ შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 6 ნოემბერს საგურამოში, ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტოამბავი