• Geo
  • Eng
31.10.2022
17 წლამდელებმა კვალიფიკაცია გამარჯვებით დაასრულეს

რუსთავში დასრულდა 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი. მესამე მატჩში საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, ლიეტუვის 17 წლამდე ნაკრებს შეხვდა და დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა მეტოქე. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩი 1-3 დათმო. ინგლისთან კი 2-6 დავმარცხდით.

 

დღევანდელ შეხვედრაში გულშემატკივარმა დინამოელთა გოლები იხილა. 32-ე წუთზე ავთო მაშავამ ვახო სალიას აქტიურობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის ბოლო ათ წუთში კი თემურ ოდიკაძემ დუბლი შეასრულა 3-0. გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა ასპარეზობა ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილით დაასრულა. მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ერთი წლის მერე შეეჭიდება.

 

შეხვედრაში მონაწილეობა ათმა დინამოელმა - მათე საური, დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, რატი გრიგალავა, ვახო სალია, ლუკა ბუბუტეიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ავთო მაშავა - შეცვლაზე კი თემო ოდიკაძე და ალექსანდრე თურქია შევიდნენ.

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024