დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ საქართველოს ჩემპიონატის მე-12 ტურში 35-ე სკოლას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. 3 ქულის მომტანი დარტყმა გიორგი აღდგომელაშვილის ანგარიშზეა.
თავად ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობს და მთავარი პრიზის მაძიებლად ორი გუნდია გამოკვეთილი - დინამო და საბურთალო. საბურთალო ვალერი გაგუას გუნდს 2 ქულით უსწრებს, თუმცა დინამოელებს ერთი გამოტოვებული მატჩი აქვთ დარჩენილი, რომელსაც 3 ნოემბერს ლოკომოტივის წინააღმდეგ დინამოს აკადემიაში 15.00 საათზე გამართავენ. დედაქალაქურ დერბიში გამარჯვების შემთხვევაში დინამოელები გათამაშების ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდებიან.
U19 დინამო 1-0 35-ე სკოლა
U19 დინამო: იობაშვილი, გოგოტიშვილი, მორჩილაძე, ახალკაცი, კვერენჩხელაძე, ჭითაშვილი, გეგიაძე, გოგობერიშვილი, გოცირიძე, თოდუა, ღურწკაია
სათადარიგო სკამი: მარგველანი, სადღობელაშვილი, აღდგომელაშვილი, ხუტიაშვილი, დათუაშვილი, კობახიძე, გოგებაშვილი, შეროზია