• Geo
  • Eng
21.10.2022
მეორე გუნდის და 19 წლამდელთა მორიგი სამ-სამი ქულა

ეროვნული ლიგა 3-ში 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა თბილისის მერანის მეორე შემადგენლობას უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში ზუსტი თერთმეტმეტრიანით თორნიკე მორჩილაძემ გახსნა. მეორე გოლი გოდფრი სტეფენმა ჩაიწერა თავის აქტივში, ხოლო საფინალო ანგარიში შეხვედრის ბოლოს ტატო ჟივიძემ დააფიქსირა 3-0.

დინამოელები დაგროვილი 55 ქულით ფოთის კოლხეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილს იყოფენ. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 ნოემბერს ირაოსთან ჩაატარებს.

 

ფოტოამბავი

მატჩის ოქმი და შემადგენლობა (მალე დაემატება)

 

19 წლამდე ლიგაში დინამოელებმა გამოტოვებული მატჩი გამართეს. ვალერი გაგუას გუნდი მცხეთაში ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა და 4-1 იმარჯვა. გოლები რატი ხუტიაშვილმა, დათო გოცირიძემ, საბა გეგიაძემ და ლუკა ნინიძემ გაიტანეს.

დინამოელებმა 24 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 23 ოქტომბერს ბათუმში, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს.

 

U19 ვიტ ჯორჯია 1-4 დინამო

U19 დინამო: ხელაშვილი, გოგნაძე, მორჩილაძე, ახალკაცი, კვერენჩხილაძე, ღურწკაია, ნოზაძე, ბაგრატიონი, თოდუა, აღდგომელაშვილი, ხუტიაშვილი

სათადარიგო სკამი: მარგველანი, სადღობელაშვილი, ვიბლიანი, სურმავა, ნინიძე, გეგიაძე, გოცირიძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024