• Geo
  • Eng
21.10.2022
18 წლამდელების გამარჯვება აზერბაიჯანთან

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. რუსთავში გამართული შეხვედრა ამჯერად მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგში იმავე ანგარიშით სტუმრებმა იმარჯვეს.

 

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს სადიგ შაფიევმა გახსნა, 64-ე წუთზე კი დინამოელმა ლუკა პარკაძემ წონასწორობა აღადგინა (ლუკამ წინა მატჩშიც გაუტანა აზერბაიჯანელებს). გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე გივი ხაჩიძის ანგარიშზეა.

 

ვასილ მისურაძის ნაკრები ერთ წელიწადში 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება.

 

შეგახსენებთ, რომ დინამოდან აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დავით იობაშვილი, თენგიზ გობეშია, გიორგი ცეცხლაძე, გიორგი რობაქიძე, გაბრიელ სიგუა, საბა ხარჩილავა, ნიკა ცეცხლაძე და ლუკა პარკაძგახლდნენ გამოძახებულნი.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024