• Geo
  • Eng
05.11.2022
დინამო-2 ლიგა 2-ს უახლოვდება

ეროვნულ ლიგა 2-ში 26-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ზესტაფონმა დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა.

ვლდიმერ კაკაშვილის გუნდმა მასპინძლებს 6 უპასუხო გოლი გაუტანა, 61 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 8 ქულით გაუსწრო. დინამოელები პირველ/მეორე ადგილს ფოთის კოლხეთთან იყოფენ.

თავად შეხვედრის ბედი სტუმრებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში თორნიკე მორჩილაძენმ 24-ე წუთზე გახსნა. ნიკა ცხოვრებაშვილმა 4 წუთში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 30-ე წუთზე გიორგი ჩხეტიანმა გამოიჩნია თავი. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ნიკა სიხარულაშვილმა და ჯადული იობაშვილმაგაიტანეს გოლები. ერთი გოლიც 65-ე წუთზე ნიკა ქოქოსაძის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას დედაქალაქელები 11 ნოემბერს ბორჯომის წინააღმდეგ გამართავენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024