დღეს საგურამოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა.
თბილისური დერბი სტუმრებმა მაღალ ტემპში დაიწყეს და პირველივე წუთებში რამდენიმე სახიფატო მომენტიც შექმნეს მასპინძელთა კართან. მასიურმა შეტევებმა შედეგი მალევე გამოიღო, მე-6 წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა ზუსტად გაისროლა და ანგარიშიც გახსნა. ამის შემდეგ დინამოელებს კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შეექმნათ, თუმცა პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა. მეორე ნახევარი პირველთან შედარებით მძიმე გამოდგა. რამდენჯერმე სახიფათოდ ლოკომოტივმაც შეუტია, თუმცა ახალგაზრდა დინამოელმა ლაშა ოდიშარიამ, რომელმაც მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, 79-ე წუთზე სადებიუტო გოლით დერბის საფინალო ანგარიში დააფიქსირა. ლაშამ ბურთი თავად წაიღო საჯარიმომდე, გაბრიელ სიგუასთან კედელი გაითამაშა და ზუსტადაც დაარტყა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს დინამო არენაზე თელავის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი