• Geo
  • Eng
29.10.2022
დინამომ საბურთალოს 3-1 აჯობა

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა.

 

თამაში ორივე გუნდმა მაღალ რიტმში დაიწყო და ნახევრად სახიფათო მომენტებიც გაცვალეს. ანგარიში კი სტუმრებმა მე-20 წუთზე ირაკლი სიხარულიძის ზუსტი თავურით გახსნეს. მასპინძლების შედეგიანმა პასუხმა არ დაახანა და ოთხიოდე წუთში დინამოელთა ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით უსმანე კამარამ დააგვირგვინა 1-1. ცოტახანში დინამოელებმა კიდევ ერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებულს ბოლო მომენტში დავით სხირტლაძე ვერ შეწვდა. მატჩის 36-ე წუთზე ულად იმრანს მართებდა ახლო მანძილიდან გატანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა, მომდევნო შეტევაში კი გიორგი მოისწრაფიშვილს დააკლდა სიზუსტე. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლებმა მთლიანად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. ტაიმში აღარაფერი შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმიდან დინამომ უფრო გაიმყარა უპირატესობა და დებიუტშივე უსმანე კამარამ ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა. 56-ე წუთზე სტუმრები ათნი დარჩნენ, ცოტახანში კი გიორგი მოისწრაფიშვილის ტექნიკური თამაში და დინამოს შემტევმა როგორც შემგომში აღმოჩნდა საფინალო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მორიგი 3 ქულა მიითვალა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს დინამოელები ზესტაფონში გამართავენ. 2 ნოემბერს ჩვენი გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში ტორპედოს დაუპირისპირდება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024