• Geo
  • Eng
28.10.2022
17 წლამდელები ინგლისთან დამარცხდნენ

რუსთავში გრძელდება 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი. მეორე მატჩში საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, ინგლისის 17 წლამდე ნაკრებს შეხვდა და დიდი ანგარიშით 2-6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩი 1-3 დათმო.

 

ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე ტაილერ დიბლინგის გოლით გახსნეს. მე-6 წუთზე საბა გეგუჩაძემ პენალტით გაათანაბრა, სამიოდე წუთში კი ითან ნიუანერმა წინ გაიყვანა ინგლისის და მატჩის ბოლომდეც გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 28-ე წუთზე ჯიმი-ჯეი მორგანმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლო მაილს ლუის-სკელმა მეოთხედ აიღო საქართველოს ნაკრების კარი. ჯიმი მორგანმა 58-ე წუთზე დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის ბოლოს ტაილერ დიბლინგმა დააფიქსირა. მანამდე 61-ე წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა მეორე გოლი გაუტანა ინგლისელებს.

 

შეხვედრაში მონაწილეობა შვიდმა დინამოელმა - დავით ქელდიშვილმა, ალექსანდრე თურქიამ, ვახო სალიამ, ავთო მაშავამ, ხოლო შეცვლაზე - ცოტნე ბერელიძემ, თემო ოდიკაძემ და რატი გრიგალავამ მიიღეს.

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024