დღეს, დინამო თბილისის აკადემიის U-17 გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გიორგი მინაშვილის გაწვრთნილი გუნდი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. დინამოელთაგან გამარჯვების მომტანი გოლი საბა კვერნაძემ გაიტანა.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოს U-17 გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზე:
შოვნაძე, კაპანაძე, გადრანი, ფიფია, ველიაშვილი (გაბედავა), ღვალაძე, კვერნაძე, ჩიხლაძე (ბაშალეიშვილი), მაკასარაშვილი (მაჩალაძე), ვეკუა, ურჩუხიშვილი (ხარებაშვილი)