ფუტსალის კლუბი დინამო თბილისი პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 25 ნოემბერს კი, სასტუმრო უინდემ გრანდ თბილისში ფუტსალი ლიგა 3-ის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.
ფუტსალის ლიგა 2-ის საგზურისთვის დინამოსთან ერთად შემდეგი კლუბები იბრძოლებელენ - რუსთავი, სელერო, სასკოლო ლიგის აკადემია, ქუთაისი 3, ჯიპა, სეუ და საქართველოს უნივერსიტეტი 2. ტურნირის რეგლამენტის თანახმად თითოეული გუნდის განაცხადის 51 პროცენტს, 19-წლამდე მოთამაშეები შეადგენენ.
გუნდები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც პლეი-ოფში განაგრძობენ ასპარეზობას. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს, ფინალი კი სამ მოგებამდე გაგრძელდება. საუკეთესო ორი კლუბი, მომდევნო სეზონიდან ფუტსალის ლიგა 2-ში განაგრძობს ასპარეზობას.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 3-ში ასპარეზობას 27 ნოემბერს დაიწყებს, ჩვენი გუნდის მეტოქე სეუ იქნება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
დინამო თბილისის განაცხადი ფუტსალის ლიგა 3-ში:
მეკარეები: გიორგი ცხვედიანი, ლუკა გასიტაშვილი, თორნიკე ღურჭმულია
წინა ხაზი: ლაშა-გიორგი ობოლაძე, ლუკა ფერცულიანი, გიორგი ქავთარაძე, ლუკა ხაფოევი, კახა მაღლაკელიძე, თემურ ბოჭორიშვილი, ლუკა დიხამინჯია, თორნიკე მაჭავარიანი, საბა ელბაქიძე, ლაშა ჯიქია, ალექსანდრე მერზლიაკოვი
მთავარი მწვრთნელი: კახა მაისაია
მწვრთნელი: ბექა ტყემალაძე
მენეჯერი: გიორგი შანიძე