შვეიცარიულ ნიონში საქართელოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ბოლო მატჩი ისრაელის ნაკრებთან გამართა. ახალგაზრდა ჯვაროსნებს ფრეც აძლევდა ხელს, რათა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილიყვნენ, თუმცა დიდი სათამაშო უპირატესობისა და სახიფათო მომენტების მიუხედავად გამარჯვება მეტოქეს დარჩა 0:1. მოედანზე 4 დინამოელი- ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი იმყოფებოდა.