• Geo
  • Eng
30.06.2012
დინამომ სპარინგი დიდი ანგარიშით მოიგო

დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, მოსამზადებელ ეტაპზე მეორე სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ცხინვალის სპარტაკი გახლდათ. დინამომ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 7:0. პირველი ნახევარი 3:0 დასრულდა. ანგარიში ავტო–გოლით გაიხსნა, რასაც პირველ ნახევარში გაბაშვილის და ჩისკოს გოლები მოჰყვა. მეორე ტაიმში ორჯერ კვეკვესკირმა, იაგუემ და მერებაშვილმა გაიტანეს.  ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ.

პირველი ტაიმი: ლორია, რობერტინიო, ალვარო, პაპავა, პოლაკი, ხმალაძე, რეხვიაშვილი, სეთურიძე, კიზიტო, ჩისკო, გაბაშვილი

მეორე ტაიმი: ზარქუა, კოტო, ტვილდიანი, კვეკვესკირი, მერებაშვილი, იაგუე, ძარია, ჯიღაური, თარხნიშვილი, გველესიანი, გლიშიჩი

ბრაზილიელმა ეუდისმა დინამოს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და თბილისი დატოვა.

დღევანდელი დღის ფოტორეპორტაჟი ჩვენი გუნდის Facebook–ის გვერდზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024