• Geo
  • Eng
20.12.2012
დუბლებმა მერანი დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXI ტურის შეხვედრა დინამოელებმა დიღომში, მერანის დუბლებთან გამართეს. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში 4–1 იმარჯვეს. შეხვედრაში ანგარიში 41– ე წუთზე დავით ხოჭოლავამ გახსნა. 75– ე წუთზე დათა წულაიამ წონასწორობა აღადგინა, ორ წუთში კი ალექსანდრე კვარაცხელიამ ისევ დინამო გაიყვანა წინ. 83– ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ისარგებლა მცველთა შეცდომით და 3–1 გახადა ანგარიში. მატჩის ბოლო წუთზე მურცხვალაძემ საფინალო შედეგი დააფიქსირა, 4–1 დინამოს სასარგებლოდ.

დინამო: ხაინდრავა, ტვილდიანი (მურცხვალაძე 70), პაპავა, გურეშიძე, სამხარაძე, მელიქიძე, პარუნაშვილი (ჭეჭელაშვილი 81), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 65), კაკაბაძე, ხოჭოლავა (კვარაცხელია 45), ზივზივაძე

გოლები: 1:0 ხოჭოლავა 41’ 1:1 წულაია 75’ 2:1 კვარაცხელია 77’ 3:1 ლობჟანიძე 83’ 4:1 მურცხვალაძე 90’

გაფრთხილება: კაკაბაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024