სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1378 1379 1380 1381 1382 1383 1384 1385 1386 ... 1666 Next 21 მაისი2013 დინამო თასის ფინალში ხვალ 22 მაისს დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქე აღნიშნულ ფინალურ დაპირისპირებაში საჩხერის ჩიხურა იქნება. 21 მაისი2013 დარკო გლიშიჩს მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში უხმეს დინამო თბილისის 21 წლის მარცხენაფლანგელს – დარკო გლიშიჩს მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში უხმეს. FIFA-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრებზე 12 პოზიციით მაღლა, 84–ე საფეხურზე მყოფი მაკედონიელები 3 და 11 ივნისს ორ ამხანაგურ მატჩს შვედეთისა და ნორვეგიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ. 21 მაისი2013 ჩვენი მეტოქე – ჩიხურა ჩემპიონი დინამო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში საჩხერის ჩიხურას დაპირისპირდება. სეზონის დასკვნითი შეხვედრა 22 მაისს 18:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაშის პირდპირი ეთერის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ. 20 მაისი2013 ჩემპიონატი დუბლებმაც გამარჯვებით დაასრულეს დუბლშემადგენლობათა გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრა დინამოელებმა მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გათამაშება გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულა. 20 მაისი2013 22 მაისი დინამოს ისტორიაში 22 მაისს ოთხშაბათს, დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალში იასპარეზებს. ჩვენი გუნდის მეტოქე საჩხერეს ჩიხურა იქნება.მატჩი 18.00 საათზე გაიმართება.