დინამო არენაზე წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გაგრას უმასპინძლა. შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვან ხასიათს ატარებდა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და დებიუტში დინამოელებმა ორი საგოლე მომენტიც ვერ გამოიყენეს. გაგრას უკრაინელმა გოლკიპერმა ჯერ დავით სხირტლაძის და შემდეგ უსმანე კამარას დარტყმულები მოიგერია. დინამოელების შეტევებმა შედეგი 28-ე წუთზე გამოიღო, ულად ომარ იმრანის გადაცემა დავით სხირტლაძემ ზუსტი დარტყმით გოლად გარდასახა 1-0. თბილისელებს მომდევნო ორ შეტევაში კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა ოლექსანდრ ვორობეიმ ჯერ გოლის ავტორს აუღო ახლო მანძილიდან დარტყმული, ხოლო შემდეგ თორნიკე კირკიტაძემ გარედან გაარტყა ბადეს. ტაიმი 1-0 მორჩა. მეორე ნახევარი დინამომ იმავე ტემპში დაიწყო და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა თორნიკე კირკიტაძის დარტყმული ძელმა უკუაგდო. შემდეგ უკვე დინამოც გადარჩა, ოთარ ფარულავას გასროლილი ბოლო წამს ლუკა კუტალაძემ მოიგერია. 66-ე წუთზე დედაქალაქელებმა მეორე გოლიც გაიტანეს. ულად ომარ იმრანმა შორეული, ლამაზი და ზუსტი გასროლით აიღო გაგრელტა კარი 2-0. მატჩის 73-ე წუთზე გაგრამ ერთი ბურთი გაქვითა, გოლი თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. დარჩენილი დრო დინამომ მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და საქართველოს ცემპიონის ტიტული მეცხრამეტედ აღმართა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი