• Geo
  • Eng
01.12.2022
დინამო 2 ლიგა 3-ის გამარჯვებულია

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა რამდენიმე ტურით ადრე უკვე მოპოვებულ ლიგა 2-ის საგზურთან ერთად, საქმე ბოლომდე მიიყვანა და გათამაშების გამარჯვებულიც გახდა.

 

ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი დედაქალაქელებმა ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურასთან გამართეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე. პირველი გოლი მატჩის დებიუტში ნიკა უგრეხელიძემ გაიტანა. 32-ე წუთზე ნიკა ქოქოსაძემ ორამდე გაზარდა სტუმართა უპრატესობა. ტაიმის ბოლოს თორნიკე მორჩილაძემ მესამე გოლი გაუტანა ჩიხურას და მატჩის ბედიც ფაქტიურად გადაწყვიტა. მატჩის 68-ე წუთზე ნიკა ქოქოსაძემ დუბლი შეასრულა. მასპინძლებმა 83-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გიორგი სადღობელაშვილის აქტიურობით გაიტანეს 1-4 და მატჩიც დასრულდა.

 

ამ გამარჯვებით დინამოელებმა ჩემპიონატში 71 ქულა დააგროვა და ოქროს მედლები დაისაკუთრა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024