სლავა მეტრეველის სახელობის 15 წლამდელთა ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული დინამო თბილისი გახდა.
ბოლო შეხვედრაში ზურა ელიავას გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა საბურთალო. დინამოელებმა ტურნირი დამაჯერებლად ჩაამათავრეს და ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოიპოვეს. დედაქალაქელებმა ჩემპიონატში 50 ქულა დააგროვეს, 14-ით მეტი მეორე ადგილზე გასულ ლაგოდეხთან შედარებით.
დინამოელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა და დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დააჯილდოვეს.
მატჩები და გათამაშების ცხრილი
ფოტოამბავი