• Geo
  • Eng
26.12.2022
2022 სეზონის შეჯამება - დინამოელები საუკეთესოებში

26 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF AWARDS 2022 გაიმართა. 

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.

 

სეზონის საუკეთესო მეკარე ჩვენი გუნდის ახალგაზრდა გოლკიპერი - ლუკა კუტალაძე გახდა.

 

სეზონის საუკეთესო მცველად დინამოელი - ჯიმი ტაბიძე აღიარეს.

 

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ჩვენი გუნდის თავკაცს - გიორგი ჭიაბრიშვილს გადაეცა.

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 სეზონის სიმბოლურ გუნდში 4 დინამოელი მოხვდა: კარებში - ლუკა კუტალაძე, დაცვის ხაზში - ჯიმი ტაბიძე, ნახევარდაცვაში - ანზორ მექვაბიშვილი და შეტევაში - დავით სხირტლაძე.

 

2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, დინამოს ვიცე კაპიტანი - ანზორ მექვაბიშვილი გახდა.

 

ალექსანდრე ჩივაძის პრიზზე 17 წლამდე ფეხბურთელთა შორის - ალექსანდრე თურქიამ ბრინჯაოს მედალი მიიღო.

 

ლეგენდარული კაპიტნის პრიზზე 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ოქროს მედალი - ლუკა ლაცაბიძემ დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაო - ჯადული იობაშვილს ერგო.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024