სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1243 1244 1245 1246 1247 1248 1249 1250 1251 ... 1661 Next 18 დეკემბერი2013 მერანი – დინამოს აბდულა ბასლეჰლო განსჯის საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სამტრედიაში მარტვილის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი არბიტრი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ო. ხეცაძე შეასრულებს. 17 დეკემბერი2013 მერანი VS დინამო - ურთიერთშეხვედრები 19 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სტუმრად გამართავს. დინამო თბილისის მეტოქე მარტვილის მერანს იქნება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. 16 დეკემბერი2013 დინამოს აკადემიის U-12 გუნდი ვიტალი დარასელიას საფეხბურთო აკადემიის 2001 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ კაკაშვილი გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და მოზარდ ფეხბურთელებს გაესაუბრა. 16 დეკემბერი2013 დინამო TV - დუბლშემადგენლობათა მატჩის მიმოხილვა დღეს, დინამო თბილისის სარეზერვო გუნდმა ვიტ ჯორჯია დაამარცხა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 4:2 სძლიეს. დინამო TV დუბლშემადგენლობათა გათამაშების XVII ტურის მიმოხილვას გთავაზობთ. 16 დეკემბერი2013 დუბლებმა ვიტ ჯორჯია დაამარცხეს უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეჩვიდმეტე ტურის მატჩი დინამოელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით - 4:2 დაამარცხეს.