სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1234 1235 1236 1237 1238 1239 1240 1241 1242 ... 1666 Next 8 იანვარი2014 მზადება დაიწყო დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყეს. 13 იანვარს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 15 იანვრიდან სეზონისთვის სრულფასოვანი მზადების პროცესიც დაიწყება. 8 იანვარი2014 თორნიკე გორგიაშვილი - მოხარული ვარ, რომ დინამოს მაისურით მომიწევს თამაში დინამო თბილისის ღირსებას 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თორნიკე გორგიაშვილი დაიცავს. თორნიკე ჩვენ კლუბში გადმოსვლამდე ზესტაფონის საფეხბურთო კლუბში ასპარეზობდა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში. უკანასკნელ პერიოდში მას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ხშირად იწვევენ. დღეს, ჩვენი კლუბის ვებ-გვერდი თორნიკე გორგიაშვილს გაესაუბრა. 8 იანვარი2014 დინამოში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა დინამო თბილისში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა. კლუბმა კონტრაქტი გააფორმა გორის დილას 29 წლის ფორვარდ ირაკლი მოდებაძესთან, ს.კ. ზესტაფონის 25 წლის საყრდენ ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილთან, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებთან-24 წლის მეკარე ნიკა დაუშვილთან... 6 იანვარი2014 გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! 5 იანვარი2014 მურთაზ ხურცილავა - 71 დინამოს ლეგენდას- მურთაზ ხურცილავას დღეს 71 წელი უსრულდება. მურთაზ ხურცილავა 15 წლის (1961-1975 წლები) მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას.