სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1234 1235 1236 1237 1238 1239 1240 1241 1242 ... 1666 Next 23 იანვარი2014 ზაურ სვანაძე – 56 დღეს ჩვენი გუნდის ვეტერან ნახევარმცველს და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს– ზაურ სვანაძეს 56 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1981– დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 286 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. 23 იანვარი2014 გიორგი ხიდეშელი - 26 ჩვენი გუნდის ახალწვეული, ცენტრალური მცველი- გიორგი ხიდეშელი იუბილარია, დღეს იგი 26 წლის გახდა. ვულოცავთ გიორგის დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 22 იანვარი2014 დუბლები ბენდელას თასზე ითამაშებენ დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს შეუდგა. დღეს, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 2014 წლის პირველი ვარჯიში ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გამართეს. 21 იანვარი2014 დინამო ემზადება დინამო თბილისი სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს განაგრძობს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძრვანელობით, დინამოელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს. დინამო TV საწვრთნელი პროცესს დაესწრო, გთავაზობთ ვიდეო სიუჟეტს. 21 იანვარი2014 მორიგი გამარჯვება მინსკის ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნოდარ აკობიას გაწვრთნილმა გუნდმა ირანის 15-წლამდელთა ნაკრებს მშრალი ანგარიშით - 8:0 სძლიეს.