სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1225 1226 1227 1228 1229 1230 1231 1232 1233 ... 1666 Next 9 თებერვალი2014 კიდევ ერთი სპარინგი დღეს, თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ. ჩვენი გუნდი რუსეთის პირველი ლიგის მეთორმეტე ადგილზე მყოფ ნალჩიკის სპარტაკს დაუპირისპირდება. 8 თებერვალი2014 დინამოს ახალგაზრდები შეკრების შესახებ დინამოელები 2013-2014 წლების სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ანთალიურ შეკრებაზე ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმო. 19 წლის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სამწუხაროდ პირველივე სპარინგში ტრავმა მიიღო და სამშობლოში მკურნალობს. 8 თებერვალი2014 მზადების მეცამეტე დღე 7 თებერვალს დინამოს მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. თურქული შეკრების მეცამეტე დღეს კი დინამოელები ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. სასტუმრო ტიტანიკ დელუქსის სპორტულ მოედანზე გამართულ დილის ვარჯიშზე ძირითადი ყურადღება სისწრაფეებზე მუშაობას დაეთმო. 8 თებერვალი2014 ვლადიმერ მარღანია - 86 ჩვენი გუნდის ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი– ვლადიმერ მარღანია დღეს 86 წლის გახდებოდა. 6 თებერვალი2014 1:0 ჩერნომორეცთან დაუსრულებელ თამაშში თურქულ შეკრებაზე დინამოელთა მეოთხე მეოტოქე ევროპის ლიგის მონაწილე ოდესის ჩერნომორეცი გახლდათ. წინა შეხვედრასთან შედარებთ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა, პაპუნაშვილის ნაცვლად მოდებაძემ ითამაშა, რომელმაც ბოლო მატჩი მიკროტრავმის გამო გამოტოვა.