უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრა დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართა. დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში შეხვედრის მეთვრამეტე წუთზე გახსნეს. კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიორგი გველესიანმა თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა – 1:0. სტუმრებმა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა პირველი ტაიმის მიწურულს, შეხვედრის 43–ე წუთზე მოახერხეს. დინამოს კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ოთარ ხიზანეიშვილმა ზუსტად შეასრულა – 1:1.
მეორე ტაიმი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. დუშან უჰრინის შეგირდებმა მეტოქის კარს კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საფინალო რეზულტატი – 1:1 დაფიქსირდა.
დინამო 1:1 დილა
გოლები: 1:0 გველესიანი 18’
1:1 ხიზანეიშვილი 43’
დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია, ხმალაძე, კვრაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (ჩისკო 68’), დვალი (ვუო 73’), გრიგალაშვილი, კვირკველია, გოგა
დილა: რევიშვილი, თომაშვილი, გორელიშვილი (ფილიევი 70’), ალადაშვილი (კობახიძე 23’), მაისურაძე, მოდებაძე, კვახაძე (აბურჯანია 79’), ხიზანეიშვილი, გურული, დოლიძე, ბოლქვაძე
გაფრთხილება: ხმალაძე 50’ – ხიზანეიშვილი 16’ ფილიევი 76’