სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1153 1154 1155 1156 1157 1158 1159 1160 1161 ... 1666 Next 13 ივნისი2014 შეკრება და დღის პროგნოზი თურქულ შეკრებაზე ორჯერადი ვარჯიშების ციკლი გრძელდება. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების სრულფასოვნად ყურება გამორიცხულია, მაგრამ შეძლებისდაგვარად, თავისუფალ დროს ცხადია მთავარი ყურადღება დინამოელებს ტელეეკრანებისკენ ექნებათ მიპყრობილი. გუნდის შეკრების და დღევანდელი მატჩების შესახებ თავიანთ მოსაზრებას გიორგი ჯანელიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და მათე ცინცაძე გაგვიზიარებენ. 13 ივნისი2014 დინამოს ჩისკო და პაპუნაშვილი შეუერთდნენ თურქულ შეკრებაზე დინამოელებს დღესაც ორჯერადი ვარჯიში აქვთ. დილით 45 წუთის მანძილზე გუნდი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა 45 წუთი საფეხბურთო მოედანზე დაჰყვეს, სადაც აქცნეტი ძალასა და გამძლეობაზე, ბურთთან ერთად მუშაობაზე გაკეთდა. 13 ივნისი2014 უკრაინელი მცველი დინამოში თურქულ შეკრებაზე ჩვენს გუნდს 33 წლის უკრაინელი გამოცდილი ცენტრალური მცველი- ბოგდან შერშუნი შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად დღეს დილით პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. იგი დნეპროპეტროვსკის დნიპროს აღზრდილია. 12 ივნისი2014 ტატიშვილის ცენტრი დინამოს პარტნიორია დღეს დინამო თბილისსა და დავით ტატიშვილის აღდგენითი მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 12 ივნისი2014 ახალი რუბრიკა - დღის პროგნოზი ორჯერადი ვარჯიშები, დიდი ფიზიკური დატვირთვები, აქტიური მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ასეთი რიტმით ცხოვრობს დინამო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში ცხადია ყველა ინტერესით მიადევნებს თვალს მუნდიალის პერიპეტიებს. მსოფლიო პირველობის მსვლელობის დღეებში ახალ რუბრიკას გთავაზობთ - დღის პროგნოზი, რომელშიც დინამოელებს სათამაშო დღის მატჩებზე პროგნოზის გაკეთებას ვთხოვთ.