ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი სტუმრად ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ლ. ვარამაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ნონიკაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩი იმსაჯა. დინამო თბილისმა საშინაო შეხვედრაში ქუთაისის ტორპედო 2:1 დაამარცხა. აღნიშნიულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ თბილისელთაგან უსტარიცი გააძევა, გიორგი სეთურიძეს კი ყვითელი ბარათი უჩვენა, ქუთაისელი ფეხბურთელები კი ოთხჯერ გააფრთხილა.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა მეორე ლიგაში გამართული გოლეადორი 3:4 რუსთავი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია
===========================================
უმაღლესი ლიგა - 106 თამაში / 442 ყვითელი / 21 წითელი / 28 პენალტი
პირველი ლიგა – 3 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
მეორე ლიგა – 5 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი – 6 თამაში / 22 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი