• Geo
  • Eng
08.01.2014
დინამოში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა

დინამო თბილისში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა. კლუბმა კონტრაქტი გააფორმა გორის დილას 29 წლის ფორვარდ ირაკლი მოდებაძესთან, ს.კ. ზესტაფონის 25 წლის საყრდენ ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილთან, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებთან-24 წლის მეკარე ნიკა დაუშვილთან და გუნდის 24 წლის კაპიტანთან, ნახევარმცველ გიორგი ჯანელიძესთან და ასევე  25 წლის ცენტრალურ მცველ გიორგი ხიდეშელთან და 19 წლის საყრდენ ნახევარმცველ მათე ცინცაძესთან, რომლებმაც მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ქუთაისის ტორპედოში გაატარეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024