• Geo
  • Eng
07.03.2025
სრული შემადგენლობა აკადემიიდან

გუშინ დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა წყალტუბოს სამგურალი 2-1 დაამარცხეს.

 

შეხვედრაში აღსანიშნავი, იშვიათი და გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა - არამარტო საქართველოს ჩემპიონატის, არამედ საერთოდ საფეხბურთო დღევანდელობაში. გუშინ ლურჯ-თეთრების სამატჩო განაცხადი მთლიანად დინამოს აკადემიის აღზრდილებისგან შედგებოდა.

დასრულებულ მატჩში 6 დინამოს აკადემიის აღზრდილის დებიუტი შედგა - ნიკა ჩიქოვანმა, გელა სადღობელაშვილმა, ოთარ აფციაურმა, ლუკა წულაიამ, თემო ოდიკაძემ და საბა ახალკაცმა პირველი წუთები გაატარეს მინდორზე დინამოს მთავარი გუნდის მაისურით.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025