• Geo
  • Eng
03.04.2024
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი La Gazzetta dello Sport Georgia-სთან
3 აპრილს, დინამო თბილისსა და La Gazzetta dello Sport Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და საფეხბურთო საზოგადოებას შორის.
 
მემორანდუმს ხელი „დინამო თბილისი“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელმა და SMH Sports-ის დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს.
 
La Gazzetta dello Sport Georgia უზრუნველყოფს, „დინამო თბილისის“ მატჩების, ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების გაშუქებას ინოვაციური მულტიმედიის საშუალებით. მაყურებლებს/მკითხველებს ექნება ექსკლუზიური წვდომა უახლეს მოვლენებზე.
 
La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიზანია საზოგადოებას გააცნოს „დინამო თბილისის“ მიმდინარე მოვლენები, როგორც ძირითადი გუნდის შესახებ, ასევე, ასაკობრივი გუნდისა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის სიახლეები და ნიჭიერი ფეხბურთელები. აუდიტორიას მოუყვეს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გუნდის გარშემო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, „დინამო თბილისის“ ისტორია და ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბის გამარჯვებები.
 
ხელმოწერის ცერემონიას  დინამო თბილისის ვეტერანები, La Gazzetta dello Sport Georgia-ს წარმომადგენლები და სპორტული მედია დაესწრნენ.
 
ხელმოწერის შემდეგ თანამშრომლობის შესახებ კომენტარი ჩვენი კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ და La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა გააკეთეს:
 
​ზაზა დოლიძე: გავაფორმეთ ხელშეკრულება La Gazzetta dello Sport Georgia-სთან, რომელიც საერთაშორისო მედია თანამშრომლობას მოიცავს. რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ ამ ფაქტით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მედია გამოცემასთან ვითანამშრომლებთ.
 
განსაკუთრებით, ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატების შემდეგ, რომელშიც ჩვენი აკადემიის წვლილი საკმაოდ დიდია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბის ყოველდღიურობის შესახებ ინფორმაცია რაც შეიძლება ფართო მასებს მიეწოდოთ, მათ შორის რა თქმა უნდა, ევროპაშიც.
 
ლაშა მაჭავარიანი: სიმბოლურია, რომ დღეს La Gazzetta dello Sport-ის 128 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და სწორედ ასეთ მნიშველოვან დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დინამო თბილისთან. 
 
მემორანდუმის ფარგლებში უამრავი სიახლე იგეგმება კლუბის პოპულარიზაციისთვის, არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი გამოცემის შექმნის ერთ-ერთი მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს, რომ საქართველოში შექმნილიყო საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ქართული ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
 
​ჩვენი მიზანია, რომ დინამო თბილისს მაქსიმალურად დავეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში და პოპულარიზაციაში. თუნდაც აკადემიის მიმართულებით, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივია. 
 
La Gazzetta dello Sport Georgia ცნობილი იტალიური გამოცემის ქართული ფრანჩაიზი, რომლის ოპერირების უფლება SMH Sports- მამოიპოვა.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024