• Geo
  • Eng
14.03.2024
დინამოელები ეროვნულ ნაკრებში

ერთი ტურიც ეროვნულ ჩემპიონატში და სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. ეროვნულის დარად ასაკობრივი ნაკრებეი გუნდებიც შესარჩევ მატჩებს ჩაატარებენ.

 

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 16 მარტის ჩათვლით შეკრებას თბილისში გაივლის, ხოლო 17 მარტიდან ქუთაისში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. დინამო თბილისიდან 17 წლამდე ნაკრებში 10 ფეხბურთელია მიწვეული:

საბა ხარებაშვილი, გიორგი გვასალია, მათე შათირიშვილი, შოთა დიაკონიძე, გიგი გლუნჩაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ლუკა წულაია, რეზიკო დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი და ვახო სალია.

 

18 წლამდე საქართველოს ნაკრები 17 მარტიდან შეიკრიბება და პორტუგალიაში, საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ გაემგზავრება. დინამოდან აღნიშნულ შეკრებაზე 10 ფეხბურთელია გამოძახებული:

მათე საური, ლუკა შაშიაშვილი, გიორგი მეფარიშვილი, დავით ქელდიაშვილი, რატი გრიგალავა, ბექა ბერდიაშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ნიკოლოზ ტკალია, თემურ ოდიკაძე და იუსუფ მეხტიევი.

 

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 15 მარტიდან შეიკრიბება და 18 მარტს იტალიისკენ აირებს გეზს. ქალაქ უდინეში საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდის მატჩებს გამართავს, ჩვენს ბიჭებს მეტოქეობას - იტალიის, ჩეხეთის და შოტლანდიის 19 წლამდე ნაკრებები გაუწევენ. ელიტ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ნაკრებში 7 ფეხბურთელია გამოძახებული:

გელა სადღობელაშვილი, ნიკა ცეცხლაძე, გიორგი ცეცხლაძე, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთანდილ მაშავა და ლუკა ფრიდონიშვილი.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 22 მარტს თურქეთში საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს და მასპინძლებს გაეჯიბრება. მატჩს სტამბულში პენდიკის სტადიონი მიიღებს. შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას 26 მარტს, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს. ახალგაზრდულ ნაკრებში დინამოდან 5 ფეხბურთელია გამოძახებული:

მიხეილ მაქაცარია, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლუკა სალუქვაძე, ლევან ოსიყმაშვილი და ნიკა სიხარულაშვილი. ნოდარ ლომინაძე შესარჩევ მატჩს სამი გაფრთხილების გამო გამოტოვებს, გიორგი მაისურაძე გაძევების გამო, ხოლო ჯადული იობაშვილი ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდება.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 მარტს თბილისში, დინამო არენაზე, პლეი ოფის შეხვედრას გამართავს, რომლის ნახევარფინალშიც ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში 26 მარტს ასევე დინამო არენაზე მივიღებთ ფინალს, რომელშიც ყაზახეთი/საბერძნეთის წყვილში გამარჯვებულს შევხვდებით. ვილი სანიოლმა დინამოდან ეროვნულ ნაკრებში გამოცდილ გოლკიპერს - გიორგი ლორიას უხმო.

 

21 და 26 მარტს ერთა ლიგის პლეი აუტის მატჩებს ჩაატარებს ლიეტუვის ნაკრები. ბალტიისპირელები გიბრალტარს გაეჯიბრებიან, ხოლო აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობისთვის დინამოდან ნახევარმცველ დანიელ რომანოვსკის უხმეს.

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს ტაჯიკეთის ნაკრები. 21 და 26 მარტს შუააზიელები საუდის არაბეთის ნაკრებს შეხვდებიან. ტაჯიკეთის ნაკრებში ჩვენი გუნდის ნახევარმცველი ალიშერ შუქუროვია გამოძახებული.

 

ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი დაგეგმა გვატემალის ნაკრებმა, რომელიც 22 მარტს ეკვადორს შეხვდება, ხოლო 25 მარტს ვენესუელას ეთამაშება. აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან შემტევი - ოსკარ სანტისია გამოძახებული.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024