• Geo
  • Eng
13.09.2023
დენის ბუშნია დინამოს შეუერთდა
დინამო თბილისს ხორვატი შემტევი დენის ბუშნია შეუერთდა. ფეხბურთელი დინამოელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა, მისი ბოლო კლუბი სლოვენიური ბრავო გახლდათ. ახალგაზრდა ფლანგელს, შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. 
 
დენის ბუშნია ხორვატული რიეკას საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატულ ისტრაში და სლოვაკურ სერედში უასპარეზია. 
 
რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდე, 19-წლამდე, 20-წლამდე და 21-წლამდე ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ. 
 
დენის ბუშნიასა და დინამო თბილისს შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა, ხორვატი შემტევი ლურჯ-თეთრების რიგებში 25 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024