• Geo
  • Eng
13.09.2023
კიკე ლოპესი დინამოში

დინამო თბილისმა ესპანელი მცველი კიკე ლოპესი დაიმატა, იგი ჩვენს კლუბს ავსტრალიური მელბურნ ვიქტორიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კიკეს თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.

კიკე ლოპესი ალკორკონის აღზრდილია, კარიერას განმავლობაში, იგი კიდევ ერთი ესპანური გუნდში უნიონ ადარვეში თამაშობდა. სამშობლოს გარდა, ლოპესი ასპარეზობდა მექსიკაში, სადაც სან ლუისისა და კერეტაროს ღირსებას იცავდა. 29 წლის მცველს ყაზახური ასტანას რიგებშიც უთამაშია.

დინამო თბილისსა და კიკე ლოპესს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა, იგი ლურჯ-თეთრების რიგებში 30 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

საკლუბო კარიერა

2014-17 ალკორკონი (ესპანეთი)
2017-18 უნიონ ადერვა (ესპანეთი)
2018-19 სან ლუისი (მექსიკა)
2019-20 კერეტარო (მექსიკა)
2021 ასტანა (ყაზახეთი)
​2022-23 მელბურნ ვიქტორი (ავსტრალია)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024