• Geo
  • Eng
21.05.2023
დინამოზე ვბრუნდებით

გაჩემპიონების შემდეგ პირველად - დინამო არენაზე ვბრუნდებით.

 

როგორც მოგეხსენებათ მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატისთვის (U21) დინამო არენაზე სამუშაოები ჩატარდა. შეიცვალა მინდორი და სტადიონის განათება, ასევე განახლდა სამხრეთ ტრიბუნის ტაბლო.

 

28 მაისს ჩვენი გუნდი ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება.

 

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია - https://bit.ly/თბილისიxბათუმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024