• Geo
  • Eng
17.05.2023
დინამო-2 საქართველოს თასზე ვიტ ჯორჯიას შეხვდება

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

 

თასის ამ ეტაპზე დინამო თბილისის მეორე შემადგენლობა ჩაერთვება და 27 მაისს ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს. მატჩი დინამოს აკადემიაში 18.00 საათზე დაიწყება. დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024