• Geo
  • Eng
18.03.2023
დინამომ თელავში ფრედ ითამაშა

დღეს კავკასიონი არენამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა მიიღო, რომელშიც ადგილობრივმა თელავმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

მატჩის პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მე-8 წუთზე დინამოელებმა შექმნეს. დავით სხირტლაძემ მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, ახლო კუთხეში დარტყმული კი ოდნავ აცდა კარს. მატჩის მე-14 წუთზე დედაქალაქელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. ბარნს ოსეის დარტყმული თელაველთა მეკარემ უკუაგდო, დამატებაზე კი პირველი გაბრიელ სიგუა გაჩნდა და ანგარიშიც გახსნა. ოც წუთში დინამომ თავისი სათამაშო უპირატესობა მეორე გატანილ გოლში ასახა. ნიკა მალის ჩაწოდებული ბურთი მცველმა თავით მოიგერია, კამარამ კი მიწაზე დაუშვებლად ძლიერი დარტყმით კარის ზედა ბადე შეარხია 0-2. ტაიმის ბოლოს მასპინძელთა იშვიათი კონტრშეტევა საბა ფირანაშვილმა დიდი მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მეორე ტაიმის სტარტზევე თელავი კიდევ ერთი გოლისგან ლევან თანდილაშვილმა იხსნა, მან უსმანე კაარას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აუღო. 61-ე წუთზე უკვე თბილისელთა კიპერმა იხსნა თავისი კარი, ვიტინიოს დარტყმული ლუკა კუტალაძემ მოიგერია, შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა კუთხურზე გადავიდა. სამაგიეროდ დედაქალაქელთა კიპერმა იმედა აშორტიას 66-ე წუთზე დარტყმულისგან ვეღარ იხსნა კარი 2-2. ბოლო წუთებზე დინამო საგრძნობლად გააქტიურდა, რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა, თუმცა ლევან თანდილაშვილმა ყველა მომენტი განმუხტა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 2 აპრილს ქობულეთის შუქურასთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024