• Geo
  • Eng
22.01.2023
#FCDTCamp | მეორე შეკრების ყველა მეტოქე ცნობილია
დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ, თბილისელთა მეორე შეკრება ასევე ანტალიაშია დაგეგმილი. აღნიშნულ პერიოდში ჩვენი გუნდი ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 
 
დინამო თბილისი პირველ შეკრებას 22 იანვარს დაასრულებს, სამდღიანი დასვენების შემდეგ კი, საწვრთნელი პროცესი 25 იანვარს განახლდება.
 
რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს - 28 იანვარს ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთის მოქმედი ჩემპიონი - ლუდოგორეცი იქნება, 1 თებერვალს ლურჯ-თეთრები ლიეტუვის ჩემპიონს - ვილნიუსის ჟალგირისს შევხვდებიან, ხოლო მომდევნო დღეს ყაზახეთის პრემიერლიგის მესამეადგილოსანს - ტობოლს დაუპირისპირდებიან.
 
5 თებერვალს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე მაკედონიის ჩემპიონი - შკუპი იქნება, 8 თებერვალს დინამო დონეცკის შახტარს შეხვდება და თურქული შეკრება კი, 9 თებერვალს, ლატვიის უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანთან - რიგასთან მატჩით დასრულდება.
 
​თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს YouTube არხზე იხილავთ. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2023