• Geo
  • Eng
16.11.2022
ფუტსალის კლუბი - დინამო თბილისი
დინამო თბილისის გადაწყვეტილებით ჩვენი გუნდის აკადემიის ბაზაზე ფუტსალის კლუბი დინამო თბილისი ჩამოყალიბდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველის ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე კახა მაისაიაა, მისი ასისტენტი კი, ბექა ტყემალაძე გახლავთ, გუნდის მენეჯერი კი, გიორგი შანიძე. 
 
ფუტსალის კლუბის დინამოს შემადგენლობის ძირითად ბირთვს ყოფილი აკადემიელები შეადგენენ, ამ ეტაპზე გუნდში 12 მოთამაშე ირიცხება და სასელექციო პროცესი კვლავ გრძელდება.
 
მეკარე: გიორგი ცხვედიანი
 
წინა ხაზი: თორნიკე მაჭავარიანი, ლაშა-გიორგი ობოლაძე, ალექსანდრე მერზლიაკოვი, ლუკა დიხამინჯია, ცოტნე მესხი, კახაბერ მაღლაკელიძე, თემურ ბოჭორიშვილი, ლაშა ჯიქია, გიორგი ქსოვრელი, გიორგი ამანათიძე, ალექსანდრე ცირეკიძე.
 
თბილისურმა კლუბმა უკვე გამართა პირველი ამხანაგური შეხვედრა, დინამოელთა მეტოქე GIPA-ს გუნდი გახლდათ, მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 11:0 დასრულდა.
 
დინამო თბილისი ოფიციალურ ტურნირებში ასპარეზობას ფუტსალის ლიგა 3-დან დაიწყებს, აღშნინული გათამაშების ახალი სეზონი მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა და კალენდარი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022